LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაილო ჯოლი-პიტი კვლავ თავის მეგობარ გოგოსთან ერთად გამოჩნდა

432
page

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 20 წლის ქალიშვილი, შაილო „პიკლბოლის“ საქველმოქმედო ტურნირზე დააფიქსირეს, სადაც მან მონაწილეობა თავადაც მიიღო. მას თან მეგობარი გოგო, ქეონ როუზი ახლდა, რომელსაც წყაროს ცნობით, შაილო უკვე რამდენიმე წელია ხვდება.

ფოტო: პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები ცხოვრებაში და მხურვალე ჩახუტება მანქანაში – შაილო კვლავ შეყვარებულთან ერთად გადაიღეს

შაილო კორტზე შავი ფერის ფართო, თავისუფალი სტილის სამოსითა და ქუდით გამოჩნდა. ყურადღება მისმა ტუჩზე გაკეთებულმა პირსინგმაც მიიპყრო.

აღსანიშნავია, რომ შაილო ბოლო პერიოდში თავისი ინდივიდუალური სტილის გამო არაერთხელ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში.

ფეხშიშველა შაილო და დრამატული ჩახუტება – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 19 წლის ქალიშვილი გრძნობებს აღარ მალავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები