LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირა მადრიდში სპეციალურად მისთვის მოწყობილ არენაზე რამდენიმე კონცერტს ჩაატარებს

136
photo-collage.png (4)

შაკირამ მეთორმეტე სტუდიური ალბომის – Las Mujeres Ya No Lloran მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, 2018 წლის შემდეგ ევროპაში დაბრუნება და მადრიდში, ისტორიული სამდღიანი რეზიდენციის გამართვა დააანონსა.

ცნობილი გახდა, რომ კონცერტები 25, 26 და 27 სექტემბერს გაიმართება, სპეციალურად ამ მოვლენისთვის კი დროებითი არენა — „შაკირას სტადიონი“ აშენდება, რომელიც გათვლილი 50,000-ზე მეტ მაყურებელზე იქნება.

არტისტი ევროპის მასშტაბით 2018 წლის El Dorado World Tour-ის შემდეგ წარდგება. ამავდროულად, კონცერტების სამ დღიანი სერია ესპანეთში, არტისტის რეკორდული მსოფლიო ტურნეს დასკვნითი ნაწილი გახდება.

ტურნეს ფარგლებში შაკირა კონცერტს ეგვიპტეშიც გამართავს.

მომღერალი გიზის პირამიდებთან გრანდიოზულ კონცერტს 7 აპრილს ჩაატარებს. პერფორმანსი ეგვიპტეში მის თითქმის 20-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებას აღნიშნავს – ბოლოს მან პირამიდებთან 2007 წელს იმღერა.

რეგიონში არსებული ვითარების გამო, ზოგიერთი წყარო კონცერტის შესაძლო გადადებაზე ან შეზღუდვებზე მიუთითებს.

შეგახსენებთ, რომ შაკირამ მეთორმეტე სტუდიური ალბომი – Las Mujeres Ya No Lloran 2024 წლის 22 მარტს გამოუშვა, მისი მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე კი გასული წლის 11 თებერვალს დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ამ ტურნეთი შაკირამ მოხსნა არაერთი რეკორდი, მათ შორის ,,გინესის მსოფლიო რეკორდი”, რაც გულისხმობს ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ტურნეს ლათინოამერიკელი შემსრულებლისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები