LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირამ თაღლითობა აღიარა – ვერდიქტი გამოტანილია

237
page

როგორც ცნობილია, ესპანელი კანონმდებლები შაკირას გადასახადებისგან თავის არიდებასა და 14 მილიონიანი ჯარიმის გადაუხდელობაში ედავებოდნენ. საქმე პროკურატურამდეც მივიდა, სადაც მომღერლისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვდნენ. საუბარი იყო თავისუფლების 8 წლით აღკვეთაზე.

გადასახადებისგან თავის არიდების გამო შაკირას 8 წლიანი პატიმრობა და 19 მილიონიანი ჯარიმა ემუქრება

როგორც მედია იუწყება, პროცესი დასრულდა. თაღლითობის საქმეზე შაკირამ ესპანელ პროკურორებთან შეთანხმებას მიაღწია. პროცესის პირველივე დღეს პოპ-ვარსკვლავი 7,5 მილიონი ევრო ჯარიმის გადახდას დასთანხმდა. მომღერალმა წაყენებულ 6 ბრალდებაზე, ფაქტობრივად, დანაშაული აღიარა.

„მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ გადავჭრა ეს საკითხი. მე ჩემს შვილებზე ვფიქრობ“,- აღნიშნულია მომღერლის განცხადებაში.

ვიდეო: მორიგი ტრიუმფი და პირველი ემოციები – შაკირამ სიმღერისთვის BZRP, რომელიც მან პიკეს მიუძღვნა, „ლათინური გრემის“ ჯილდო მიიღო

„მინდოდა, საყვარელ მამაკაცთან ერთად დავბერებულიყავი“ – შაკირას მორიგი სულისშემძვრელი ინტერვიუ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები