ვინ არის დღეს ყველაზე პოპულარული ქალბატონი პარიზში? ყველა პარიზელი ამ კითხვაზე ჟიულ ფერერის დაგისახელებთ. ჟიული, რომელიც პარიზის ყველაზე გემოვნებიან და დახვეწილ ქალბატონად დასახელდა, ცნობილია თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულებით მოდის მიმართ. მას განსაკუთრებით უყვარს აქსესუარები და აქვს უნარი, თავისი ,,ლუქი” უნიკალური სწორედ ერთი აქსესუარის წყალობით გახადოს.
მაგალითად დღეს ჟიულ ფერერი მუქი ლურჯი ფერის პალტოშია გამოწყობილი. მის ანსამბლს კი განსაკუთრებულს ხდის „აქნე სტუდიოს“ შალის ფერადი შარფი.