„ჩვენ ვრჩებით აზრზე, რომ მოხდეს სასჯელისგან გათავისუფლება ან სასჯელის გადავადება, რათა მას მიეცეს საშუალება ჩაიტაროს მკურნალობა,“ – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი უკვე 10 თვეა რაც საავადმყოფოში იმყოფება, სასჯელის ამ ტიპით მოხდა კი უპრეცედენტოა.
გიული ალასანია შვილზე: ჩვენი თხოვნაა, სასჯელის გადავადება – ვერ ჭამს, რადგან მოწამლულია
„გუშინ კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილი მძიმეა და კიდევ უფრო დამძიმდება, თუ არ მიიღებს საკვებსო, თუმცა მეორე ნაწილში აღარ დაამატა, რატომ ვერ იღებს საკვებს. მან თქვა, რომ არ იღებს. არა ბატონებო, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით და იმ საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტების მიხედვით, ვინც უკვე დაიკითხნენ სასამართლოზე განმარტებულია მიზეზები, რატომ ვერ იღებს მიხეილ სააკაშვილი საკვებს, რატომ არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და მათ ცალსახად აღნიშნეს, რომ თუ სააკაშვილს არ გაეწევა მაღალპროფილურ კვალიფიციურ კლინიკაში საზღვარგარეთ მკურნალობა, მაშინ სიკვდილი გარდაუვალი იქნება. ამის გაგება არ უნდათ, ათი თვე გახდება, რაც საავადმყოფოში იმყოფება, დედამიწის ზურგზე სად გაგვიგია სასჯელის ამ ტიპით მოხდა ან საქართველოში თუ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი. ჩვენ ვრჩებით აზრზე, რომ მოხდეს სასჯელისგან გათავისუფლება ან სასჯელის გადავადება, რათა მას მიეცეს საშუალება ჩაიტაროს მკურნალობა“, – განაცხადა ადვოკატმა.
ნიკოლოზ სააკაშვილი ზურაბ ჩხაიძეს: „მე რომ ვყოფილიყავი თქვენს ადგილას, მე დღეს გადავდგებოდი“