LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაჭაპურიძე: ვნახეთ, ტრამპთან დაკავშირებით პოლიტიკოსები თავს იკავებენ განცხადებებისგან, ასე უნდა იყოს აქაც, არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკოსები – რაც მეტი უცხოელი ექიმი ჩამოვა, მივესალმები

149
ხაჭაპურიძე და სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე PACE-ს თანამომხსენებლების განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ექსპრეზიდენტთან უცხოელი ექიმების დაშვებაზეა საუბარი.

როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, დაცვის მხარე დიდი ხანია საუბრობს იმაზე, რომ პოლიტიკოსების, განსაკუთრებით სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლების მხრიდან უნდა შეწყდეს ყველანაირი განცხადებების გაკეთება.

პარენტელარული კვება შეთავაზებულია და კატეგორიულ უარს აცხადებს – ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ რაც უფრო მეტი უცხოელი ექიმი ჩამოვა, ამას მხოლოდ მიესალმება. ამასთან, ექსპრეზიდენტის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს:

„ჩვენ დიდი ხანია, რაც ამაზე ვსაუბრობთ. მე რაც ჩავერთე ამ საქმეში, სულ ამას ვიმეორებ, რომ პოლიტიკოსების, განსაკუთრებით სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლების მხრიდან უნდა შეწყდეს ყველანაირი განცხადებების გაკეთება.

ვნახეთ გუშინ ტრამპთან დაკავშირებით, საერთოდ არ გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება და პოლიტიკოსები თავს იკავებენ განცხადებებისგან.

ალასანია სააკაშვილზე: „საშინელი სანახავია, ძალიან გამხდარია, აი, ჩონჩხი“

ასე უნდა იყოს აქაც, არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკოსები. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი უცხოელი ექიმი ჩამოვა, ამას მხოლოდ მივესალმები.

2 დღის წინ გაკეთდა განცხადება სახალხო დამცველის კონსილიუმის მხრიდან, რომ საზღვარგარეთ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. ამოწურულია აქ რესურსი. იგივე თქვეს ამერიკელმა და ბრიტანელმა ექიმებმა. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს.

სტრასბურგთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუ რაიმე იქნება ცნობილი, შეგატყობინებთ. რაღაც დოკუმენტები არსებობს, უამრავი მასალაა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას სააკაშვილი მიიღებს.“– განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

კალაძე სააკაშვილზე: როგორ წარმოგიდგენიათ, სახელმწიფომ პატიმარი იმის გამო გაუშვას, რომ არ იკვებება, სხვა პატიმრებს რა ვუთხრათ?

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების, კლოდ კერნისა და ედიტ ესტრელას განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, „მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა დაინტერესებული მხარე ნეიტრალურ, უტყუარ და სანდო ინფორმაციას დაეყრდნოს.“

საქართველო ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალი გზის გზაჯვარედინზეა – PACE-ს მომხსენებლები საქართველოს შეჩერებული რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები