LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარენტელარული კვება შეთავაზებულია და კატეგორიულ უარს აცხადებს – ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

180
ფორტუნა - 2023-04-04T161049.224

სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის დასკვნის გამოქვეყნებამდე, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით „ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა გააკეთა კომენტარი.

სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა – მიხეილ სააკაშვილი წონის მეტი კლების შედეგად საწოლზე მიჯაჭვული გახდება

როგორც ზურაბ ჩხაიძე ამბობს, სააკაშვილის მდგომარეობაზე დადებითად აისახება კვების რაციონის ცვლილება, თუმცა მისივე განმარტებით, მესამე პრეზიდენტი საკმარის კალორაჟს არ იღებს.

„ამ კვებასთან დაკავშირებული საკითხი საკმაოდ რთულია და შეიძლება ითქვას ერთ-ერთი რთული ამ კონკრეტული პაციენტის მართვის პროცესში. რაც ჩვენ შევთავაზეთ, ეს არის შესაბამისი კალორაჟის შემცველი საკვების მიღება, რომელიც არ სრულდება.

ამის შემდეგ შევთავაზეთ მას ცილოვანი დანამატების მიღება, რომელიც არ სრულდება. მეხუთედს იღებს იმ დოზისა, რაც არის რეკომენდებული.

ფაქტობრივად, უშედეგოა მისი მიღება. პარენტელარული კვება შეთავაზებულია და კატეგორიულ უარს აცხადებს,“ – აცხადებს სამედიცინო ცენტრ „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.

ალასანია სააკაშვილზე: „საშინელი სანახავია, ძალიან გამხდარია, აი, ჩონჩხი“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g