LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ხაჭაპურიძე: არაერთხელ აღვნიშნე, რომ ქალბატონ ნინოს „ღრმა კლასიკური განათლება“ აქვს მიღებული და ის მარგალიტები, რასაც მისგან მიმოფრქვეულს ვისმენთ, კომენტარის გარეშე უნდა დავტოვოთ

712
ნინო ნადირაძეს

„ნადირაძის განცხადებიდან გამოდის, რომ დედას უნდა მიხეილ სააკაშვილის მოკვლა და ექიმები ამაში ხელს არ უშლიან“,  – ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე “ვივამედის” დირექტორს.

ნადირაძე სააკაშვილზე: ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ

საუბარია ნინო ნადირაძის სკანდალურ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც „სააკაშვილის ოჯახს მაღაზიის ცივი საკვები მოაქვს, მისი კალორაჟი კი არასაკმარისია“.

„მე მე ვერაფერს დავამატებ, ვენდობი მის „ღრმა კლასიკურ განათლებას“. თუ ამ განცხადებას გავაანალიზებთ, გამოდის, რომ ქალბატონ გიულის სურს შვილის მოკვლა და ამაში ხელს არ უშლიან ექიმები“, – თქვა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე მათ ნინო ნადირაძის განცხადებაზე სამართლებრივი რეაგირება არ ექნებათ.

„ნინო ნადირაძის განცხადებაზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ყოველგვარი რეაგირების გარეშე უნდა დავტოვოთ. ჩვენ ნინო ნადირაძეს პატივს ვცემთ, არასდროს ჩვენი მხრიდან ნინო ნადირაძის და ზოგადად კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიმართ რაიმე უარყოფითი განცხადება არ გაკეთებულა“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი მონახულების შემდეგ.

მისივე თქმით, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ პროცესზე, კლინიკა “ვივამედის” ექთანი კოვიდის დადასტურების გამო ვერ გამოიკითხება.

„დღეს ემპათიის ერთ-ერთ ექსპერტს დავკითხავთ. ასევე, სასამართლოს კლინიკა „ვივამედის” ექთანი მოწვეული ჰყავდა, რომელსაც დღეს კოვიდი დაუდასტურდა, ამის გამო მისი დაკითხვა შემდეგ კვირაში მოგვიწევს. ასევე, დღევანდელ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დათვალიერდება თმის ნიმუშები, რომელიც ლაბორატიული კვლევის შედეგად დარჩა და ამერიკული ლაბორატორიიდან მოსამართლის სახელზე გამოიგზავნა“,- განაცხადა ადვოკატმა.

ასევე, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ დღეს კლინიკა „ვივამედში” ჯანმრთელობის ცნობის გამოთხოვის შესახებ განცხადება შეავსო.

„მოვითხოვე ფორმა 100 და განცხადება დავწერე. 28 ნოემბერს ექსპერტიზა დასრულდა და 28 ნოემბრიდან დღეის ჩათვლით ფორმა 100 გვინდა”,- აცხადებს ხაჭაპურიძე.

ცნობისთვის, დღეს გიული ალასანიამ ნადირაძის განცხადებაზე ასევე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ სააკაშვილი ჭამს იმას, რაც შეუძლია.

ალასანია ნადირაძეს პასუხობს: სააკაშვილი ჭამს იმას, რაც შეუძლია, არა მგონია, ჩვენ რაღაც უგემური ან უხარისხო საკვები მოგვქონდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g