„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში სადეპუტატო დეკლარაციის შეუვსებლობის გამო, მისი დაჯარიმების შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს:
„მსოფლიომ იცის, რომ პარლამენტში არ შევედი და შემდგომ თვითონ ქოცობამ გამრიცხა იქიდან იურიდიულადაც, ახლა კი ვიგებ რო დამაჯარიმეს 1000 ლარით სადეპუტატო დეკლარაციის შეუვსებლობის გამო.
ეს დაახლოებით იგივეა ფილიპინების საპრეზიდენტო დეკლარაციის წარუდგენლობაზე რომ დავესაჯე ვინმეს. ამდენ გაოცებას როგორ გავუძლებ არ ვიცი“. – წერს შალვა ნათელაშვილი.
მსოფლიომ იცის,რომ პარლამენტში არ შევედი და შემდგომ თვითონ ქოცობამ გამრიცხა იქიდან იურიდიულადაც, ახლა კი ვიგებ რო …
Posted by Shalva Natelashvili – შალვა ნათელაშვილი on Friday 19 April 2024