LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ნათელაშვილი: პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია, სესიებზე მივალ

94
შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მან პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ნათელაშვილმა პარტიაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია, სესიებზე მივალ. პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლაზე. ჩვენ რეჟიმის ჩამოშლა საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით უნდა დავიწყოთ.

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ბოიკოტი ბოლომდე ვერ შედგა, მას შემდეგ, რაც სოციოლოგიური გამოკითხვებით, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში დაბრუნება, ჩვენ ვალდებული ვართ გავითვალისწინოთ აღნიშნული მოთხოვნები. ​ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ მე პარლამენტის ხელფასი არ მიმიღია,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრები აცხადებენ, რომ საპარლამენტო ოფისს ხსნიან, რომლის კარიც ყველა მოქალაქისთვის ღია იქნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები