ეკა ჩხეიძესთან „ყვითელ ყუთს“ შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია სტუმრობდა. მან ისაუბრა ცხოვრების ერთ-ერთ მძიმე პერიოდზე, როდესაც მესამე შვილზე იყო ფეხმძიმედ…
„ეს იყო ჩემთვის ცხოვრებისეული გაკვეთილი. მესამე შვილზე გახლდით ფეხმძიმედ, როდესაც ერთმა ადამიანმა მირჩია წამალი ტოქსიკოზის წინააღმდეგ… მას თავად გამოცდილი ჰქონდა და უშველა. შალვამ მთელი საქართველო ფეხზე დააყენა, სანამ ის წამალი არ მიშოვა. მეორე დღეს უკვე მქონდა… მაინც ფრთხილი ვარ და ერთი აბის მაგივრად, ნახევარი დავლიე. ეს ნახევარი აბი საკმარისი გახდა… იმ წუთას თავი თითქოს გამიდიდდა, თითქოს ვიხრჩობოდი… მოვახერხე, რომ დავრეკე შალვასთან. მიხვდა, რომ მე ვიყავი, რადგან ვერ ვსაუბრობდი… მეზობლის გოგონამ უცებ მომცა ალერგიის პრეპარატი. მოვიდნენ ექიმები, ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე ვარ დავალებული ჩემი სიცოცხლით. სამწუხაროდ, ბავშვის შენარჩუნება ვერ მოხერხდა, იმდენი პრეპარატი გამიკეთეს, რომ საშიში იყო…“