LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი – „პრეზიდენტის პოზიციაზე მყოფმა ადამიანმა საქართველო გამოაცხადა ბანანის რესპუბლიკად, ხალხს დაგვყურებს, როგორც შეუმდგარ ერს, რომელსაც ხელისუფლების არჩევის უნარი არ აქვს“

150
შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილი

ე.წ. ქარტია, რომელიც ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას ერთი წლით, არის დოკუმენტი, რომელიც პრეზიდენტის პოზიციაზე მყოფმა ადამიანმა შეადგინა და საქართველო გამოაცხადა ბანანის რესპუბლიკად,  – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, თურმე, საქართველოს და ქართველ ხალხს არ შეუძლია, აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას ოთხი წელი მართავს და დროებითი კონგლომერატები უნდა შეიქმნას.

„ასეთი გვქონდა 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა საბჭოები იქმნებოდა. ამ დოკუმენტის შემდგენი და ხელის მომწერი ამბობს, რომ ქართველი ხალხი ვართ ბანანის რესპუბლიკა, რომელსაც არ გვაქვს უნარი, ჩვენი ხელისუფლება ავირჩიოთ და მან დემოკრატიულ ვადაში მართოს ქვეყანა. აქვე ჩანს, როგორ ხედავს ის ქართველ ხალხს. მისი ცნობილი გამონათქვამი, „ხალხთან, მაგრამ ცოტა მაღლა“, მგონი, ნამეტანი მაღლა ავიდა ქალბატონი სალომე და დაგვყურებს ქართველ ხალხს, როგორც შეუმდგარ ერს, შეუმდგარ სახელმწიფოს, რომელსაც უნარი არ აქვს ხელისუფლება აირჩიოს. ამით გამოგვაცხადა არანორმალურ ქვეყნად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა

მამუკა ხაზარაძე – „მთავრობის კომპლექტაცია მოხდება პრეზიდენტთან ძალიან მჭიდრო კონსულტაციით – ასევე, ნომერ პირველი ამოცანაა, ლუსტრაციის კანონის მიღება, რათა ადამიანები, რომლებიც რუსებს ემსახურებიან, ვერასდროს მოვიდნენ ხელისუფლებაში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g