LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი, 18 წელი, კონსტიტუციაში ჩაიწერება“

235
შალვა პაპუაშვილი

ქუთაისში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა მიმდინარეობს.

მმართველი გუნდი “ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს

განხილვაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართა საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის ხელმძღვანელმა, შალვა პაპუაშვილმა და განაცხადა, რომ ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი, 18 წელი, კონსტიტუციაში ჩაიწერება:

„2017 წელს უკვე გამყარდა, რომ ქორწინება მხოლოდ ქალის და მამაკაცის კავშირია. რაც ახლა, ამ ცვლილებით ხდება, არის ერთი, სხვა ქვეყნებშიც იყო ეს ჩანაწერები კონსტიტუციებში, თუმცა ალტერნატივად სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოყალიბდა ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის ხელშეკრულება, სამართლებრივი ფორმა, რომელიც, ამ კავშირს, ფაქტობრივად, იმავე სამართლებრივ განზომილებაში აყენებდა. ამ ჩანაწერის მიზანია, რომ ქორწინება და ოჯახი იყოს ის, რაც არის განსაზღვრული კონსტიტუციით და არანაირი სამართლებრივი ალტერნატივები დაშვებული არ იყოს.

ამავე დროს, მყარდება კონსტიტუციურად საქორწინო ასაკიც, 18 წელი. სხვადასხვა დროს, ეს ასაკიც იცვლებოდა ხოლმე და ესეც კონსტიტუციურად გამყარებული ასაკი იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

magti 5g