LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „ვხედავთ, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა ამინდის მხრივ – სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რაც საჭიროა, როგორც პრევენციის, ისე შემდეგ ზიანის აღმოსაფხვრელად“

126
შალვა პაპუაშვილი

ვხედავთ, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა ამინდის მხრივ – სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რაც საჭიროა, როგორც პრევენციის, ისე შემდეგ ზიანის აღმოსაფხვრელად,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო სრულად არის მობილიზებული რათა სხვადასხვა დასახლებულ პუნქტთან მისასვლელი გზა გაწმენდილი იყოს.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება.

„რაც შეეხება სტიქიას, ვხედავთ, რომ არის ძალიან მძიმე ვითარება ამინდის მხრივ. პროგნოზის თანახმად, ორი დღე იქნება კვლავ თოვლი. სახელმწიფო სრულად არის მობილიზებულია რათა სხვადასხვას დასახლებულ პუნქტთან მისასვლელი გზა გაწმენდილი იყოს, კომუნიკაცია შედგეს, ასევე მოსახლეობას ჰქონდეს ყველა პირველადი საჭიროების ნივთი.

ზუსტად ამით არის დაკავებული სახელმწიფო, შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ. სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რაც საჭიროა, როგორც პრევენციის, ისე შემდეგ ზიანის აღმოსაფხვრელად, რაც ამ დროს გვაქვს სახეზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

„ამ დროის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 40-მდე სახლი… ინტენსიური თოვის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა“ – ლანჩხუთის მერი

შუახევში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების წმენდა მიმდინარეობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g