LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი – „წუხანდელი თავდასხმის შედეგად პარლამენტში დაზიანებულია 48 სამუშაო ოთახი, საოფისე ტექნიკა, სასწავლო ცენტრის კომპიუტერული ლაბორატორია“

174
შალვა პაპუაშვილი

დღის განმავლობაში ჩატარებული დათვალიერებით, წუხანდელი თავდასხმის შედეგად პარლამენტში დაზიანებულია 48 სამუშაო ოთახი, დაზიანდა ჭიჭინაძის და რუსთაველის გამზირის მხრიდან ქვედა სართულების თითქმის ყველა ფანჯარა, დაზიანებულია სხვადასხვა სახის საოფისე ტექნიკა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დამწვარია პარლამენტის ხის კარი ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან, განადგურდა პარლამენტის ცენტრალური კორპუსის გათბობა-გაგრილების აგრეგატები, დაზიანდა სასაწყობე სივრცე და სასწავლო ცენტრის კომპიუტერული ლაბორატორია, სრულადაა განადგურებული პარლამენტის კაფეტერია, რომლის ფანჯრებიც გადიოდა ჭიჭინაძის ქუჩაზე.

„30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან, სამედიცინო დაწესებულებებში 44 ადამიანი გადაიყვანეს, საიდანაც 27 აქციის მონაწილეა, 1 მედიასაშუალების და 16 შსს-ს წარმომადგენელი“ – ჯანდაცვის სამინისტრო

„ცალკე მსურს, ხაზი გავუსვა პარლამენტის შენობის გარე განათებას, რომელიც მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი დაზიანებების შედეგად გათიშულია. წინა დღეებში ჩვენ მკაცრად გავაკრიტიკეთ ყველა ის ოფიციალური განცხადება, სადაც საქართველოს ხელისუფლება მოიხსენიეს, როგორც მშვიდობიანი მიტინგის დამრბევი თუ დამშლელი. მკაფიოდ მსურს, განვაცხადო, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის დაცული. ნებისმიერი მასშტაბისა და ნებისმიერი ხანგრძლივობის აქცია და პროტესტი დაცულია კანონით, თუკი იგი ატარებს მშვიდობიან ხასიათს.

საქართველოს საპოლიციო ძალები გამოყენებულ იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მანიფესტაცია იღებს ძალადობრივ ხასიათს. მომხდარის სხვაგვარად შეფასება წარმოადგენს გამიზნულ სიცრუესა და დეზინფორმაციას, რომელიც, ამავე დროს, ადვილად არის ამოსაცნობი, რადგანაც მიმდინარე პროცესი ერთდროულად რამდენიმე ტელევიზიის მიერ გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით და სურათი ნათელია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g