LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ტაბატაძე: „ჩვენი მოსწავლეების 70 პროცენტი საბაზისო მეორე დონეს ვერ აღწევს და ეს არის კატასტროფა“

410
შალვა ტაბატაძე

„ჩვენი მოსწავლეების 70 პროცენტი საბაზისო მეორე დონეს ვერ აღწევს და ეს არის კატასტროფა“, – ამის შესახებ განათლების საკითხების მკვლევარმა, შალვა ტაბატაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „სულ ექვსი დონეა და ჩვენი მოსწავლეების 70 პროცენტი მეორე დონეზე ვერ ადის.

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არა კოვიდპანდემია, საქართველოს მიღწევების კუთხით წინსვლა ექნებოდა“ – გამოცდების ეროვნული ცენტრი PISA-ს კვლევაზე

„2022 წელს კოვიდპანდემიის პირობებში საქართველოს 15 წლის მოსწავლეებმა და განათლების სისტემამ მეტი მედეგობა და სტაბილურობა აჩვენა - 2018 წლის შედეგებთან შედარებით 2022 წელს შედეგები არ გაუარესებულა“.

„თქვენი აზრით ჩვენი მოსწავლეების რა პროცენტია, რომელიც მეორე დონეს ვერ აღწევს? – 65-იდან 70 პროცენტამდე კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მიმართულებებში. ანუ ჩვენი მოსწავლეების 70 პროცენტი საბაზისო მეორე დონეს ვერ აღწევს და ეს არის კატასტროფა.

სულ ექვსი დონეა და ჩვენი მოსწავლეების 70 პროცენტი ვერ ადის მეორე დონეზე. ეს მაჩვენებელი, მაგალითად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 14 პროცენტით არის გაუარესებული წინა კვლევასთან შედარებით, მათემატიკაში – 10 პროცენტით არის გაუარესებული. კითხვაში კიდევ უკეთესია“, – განაცხადა შალვა ტაბატაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ამასთან, ექსპერტმა ამ შედეგების მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, მიზეზი საგანმანათლებლო სისტემასა და სწავლების მიდგომებშია, რომელიც გვაქვს.

ტაბატაძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სისტემაში რეფორმების კუთხით იყო „საკმაოდ დიდი ინტერვენცია“, ეს არ მუშაობს.

ამილახვარი: „სკოლების 92%-ში დირექტორი არჩეულია და ვერც ერთის მაგალითზე ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე არაკვალიფიციურია ან პოლიტიკურად ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული“

„მიუხედავად იმისა, რომ განათლებაში ინვესტირება გაზრდილია, უნდა ვთქვათ, რომ 2012 წლიდან დღემდე გაოთხმაგდა განათლების ბიუჯეტი, რაც კარგია, პოზიტიურია ამ თვალსაზრისით, ამ ინვესტირების კვალდაკვალ 2015 წლიდან დღემდე იკლებს და იკლებს შედეგები.

აქ ვუბრუნდები იგივე საკითხს, რატომ იკლებს შედეგები? ვინც უნდა გააუმჯობესოს შედეგები – მასწავლებელთა და დირექტორთა კორპუსი, იმის გაჯანსაღებისკენ არანაირი ნაბიჯი არ იდგმება“. – დასძინა ტაბატაძემ.

ამილახვარი: „საშინაო და საკლასო დავალებების სავალდებულოობა გავაუქმეთ – ეს არის მასწავლებლების მრავალი წლის მოთხოვნა, რომელსაც ვუპასუხეთ და მეტი აკადემიური თავისუფლება მივეცით“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g