LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შამბა: „ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს – არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილს გამოხატავდა“

192
სერგეი შამბა

„აფხაზეთი რუსეთთან ახლო და სამოკავშირეო ურთიერთობების მომხრეა, თუმცა რესპუბლიკაში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილს გამოხატავდა“, – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ დმიტრი მედვედევის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხმა და ხელმძღვანელობამ არაერთხელ გამოთქვა მოსაზრება, რუსეთთან შეერთების თაობაზე. ეს არის სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების ლოგიკური სურვილი და ვიმედოვნებთ, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება.

მედვედევი: „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და შესაძლებელია განხორციელდეს, თუ საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“

„მზად ვართ, მოვაგვაროთ პრობლემები მოლაპარაკებების მაგიდასთან გაეროს წესდების მიხედვით, მაგრამ თუ ჩვენი ეს შეშფოთება რეალურ სახეს მიიღებს, არ შევყოვნდებით“ - თქვა მედვედევმა.

რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. ჩვენ არასოდეს მიგვიმართავს რუსეთის ფედერაციასთან შეერთებაზე, და ვერ ვხედავ აფხაზეთში ვერც პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ასეთ ფორმას ხედავდნენ“. – განაცხადა სერგეი შამბამ.

მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული „რუსეთსა და აფხაზეთს შორის 200-მდე ხელშეკრულება გაფორმდა და მიმდინარეობს ორი ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო – დმიტრი მედვედევის განცხადება ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგი მცდელობაა

შეგახსენებთ, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავაც პოპულარულია და სავსებით შეიძლება განხორციელდეს“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები