პარიზში მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში „შანელმა“ განსაკუთრებული წარმოდგენა გამართა. მოდის სახლმა 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის ტანსაცმლის კოლექცია წარმოადგინა.
ჩვენება მოდის სფეროს ამომავალმა ვარსკვლავმა, კაია გერბერმა გახსნა. სინდი კროუფორდის ქალიშვილმა კოლეგებთან ერთად დიდი სასახლის ეზოში, ჩანჩქერებით გაფორმებულ პოდიუმზე გაიარა. ახალი კოლექციის გათვალისწინებით, კარლ ლაგერფილდმა მომავალი წლის გაზაფხული და ზაფხული წვიმიანად მიიჩნია. მოდელებს ქურთუკები და საწვიმარი ლაბადები ეცვათ, ხოლო ტანისამოსი წყალგაუმტარი ქსოვილისგან იყო დამზადებული.
სტუმრებს შორის ადვილად შესამჩნევი იყო სინდი კროუფორდი, რომელიც ქალიშვილს გულშემატკივრობდა. მის გარდა მაყურებლებში მონიკა ბელუჩისა და სხვა ვარსკვლავების დანახვაც შესაძლებელი იყო.