LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შანხაის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსიდან მობინადრის გამოსახლება მიმდინარეობს – პირი აღსრულების თანამშრომლებს სახლში არ უშვებდა და ასაფეთქებელით იმუქრებოდა

252
შანხაის ქუჩა

თბილისში, შანხაის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსიდან მობინადრის გამოსახლება მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მაღალაშვილის ქუჩის 8 ნომერში მცხოვრები პირი ასაფეთქებელი ნივთიერებით იმუქრებოდა, თუმცა აღსრულების სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოძახებულ სამსახურებმა ადგილზე ასაფეთქებელი ვერ აღმოაჩინეს.

როგორც „ფორტუნას“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, პირთან უწყება მოლაპარაკებასა და შეთანხმებას, 3 წელია უშედეგოდ ცდილობს.

„განაცხადი გამოსახლებაზე 2020 წელს შემოვიდა. ჩვენ მხარეებს შორის მოლაპარაკება, შეთანხმებაზე მუშაობა დავიწყეთ, თუმცა უშედეგოდ. დღეს  კიდევ ერთხელ ვეცადეთ ეს პროცესი შემდგარიყო, მაგრამ მათ საერთო ენა ვერ გამონახეს.

ჩვენმა თანამშრომლებმა შესაბამისი სამსახურები გამოიძახეს, რადგან მობინადრე ასაფეთქებლით იმუქრებოდა.

სამართალდამცველებმა ვერც მის სხეულზე და ვერც ბინაში, მსგავსი ვერაფერი ნახეს. ამ წუთებში, აღსრულების პროცესი მიმდინარეობს“. – განუცხადეს „ფორტუნას“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

 

 

magti 5g