LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შანხაისა და ბუენოს-აირესს შორის მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი რეისი შესრულდება

113
China Eastern Airlines

ავიაკომპანია China Eastern Airlines შანხაისა და ბუენოს-აირესს შორის მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ პირდაპირ რეისს შეასრულებს – ჩინეთიდან არგენტინის დედაქალაქამდე ფრენას, დაახლოებით, 25.5 საათი დასჭირდება, ხოლო უკან დაბრუნებას, ქარის მიმართულებიდან გამომდინარე, დაახლოებით, 29 საათი.

რეისი 4 დეკემბრიდან კვირაში ორჯერ შესრულდება.

აღნიშნულ რეისზე ფრენის დროს თვითმფრინავი მხოლოდ ერთხელ, ოკლენდში (ახალი ზელანდია) დაეშვება საწვავის შესავსებად, ტექნიკური შემოწმების გასავლელად და ეკიპაჟის შესაცვლელად.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, თუმცა შეთავაზება იაფი არ არის: ეკონომ კლასის ბილეთი 1500 ევრომდე ეღირება, ბიზნესკლასის ბილეთის ფასმა კი, შესაძლოა, 4000 ევროსაც გადააჭარბოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g