LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შანსი არის გაფუჭებული ურთიერთობები აღვადგინოთ…ვგულისხმობ, ელჩის დაბრუნებას და ბევრ სხვა გაუგებრობას“: ალექსანდრე რაქვიაშვილი საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტზე

85
ალექსანდრე რაქვიაშვილი

„ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ პარტია გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში გამგზავრებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ჩასვლით, არის შანსი, გაფუჭებული ურთიერთობები აღვადგინოთ.

გაფუჭებულ ურთიერთობებში რაქვიაშვილი უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევას და ბევრ სხვა გაუგებრობას გულისხმობს, რომელიც უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს ჰქონდათ. მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ პარტიული ინტერესებზე წინ, უკრაინასთან კარგი ურთიერთობის სურვილი ყოფილიყო.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში ერთდღიანი იქნება

„ძალიან მიხარია, რომ ასეთი ვიზიტი შედგა. თავდაპირველად, როდესაც მოწვევა მოვიდა განვაცხადეთ, რომ აუცილებელი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წასულიყო უკრაინაში. გარდა იმისა, რომ უნდა მივუსამძიმროთ უკრაინელებს, შანსი არის გაფუჭებული ურთიერთობები აღვადგინოთ. ვგულისხმობ, ელჩის დაბრუნება იქნება თუ სხვა ბევრი გაუგებრობა, რაც ხდებოდა ჩვენს მთავრობებს შორის. 

საბოლოო ჯამში ნორმალური დელეგაცია დალაგდა, ყველა პარტია ჩართული იყო. „ნაციონალურ მოძრაობასაც ჰქონდა შანსი ჩართულიყო ამ პროცესში, მაგრამ ჩემთვის გაუგებარი მოტივაციით უარი თქვეს ამ დელეგაციაში მონაწილეობაზე.

რაღაც ეტაპზე ეს მოლაპარაკებები ჩვეულებრივ ნაც-ქოცურ დაპირისპირებაში გადავიდა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თვითონ გადაწყვიტა, რომ გამოსულიყო ამ მოლაპარაკებებიდან და დელეგაციიდან. გამოვიდა, რომ უკრაინა გამოვიყენეთ ჩვენი შიდა პოლიტიკური ამბებისთვის. ან ნაწილში „ნაციონალურ მოძრაობაზეა“ პასუხისმგებლობა, თუ რატომ გააკეთა ეს. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ არა პარტიული ინტერესები ყოფილიყო წინ, არამედ სურვილი, რომ უკრაინასთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა და იმედია, რომ ეს გამოვა“, – აცხადებს რაქვიაშვილი.

გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნითაა მობილიზებული, ეს არის მიზეზი თუ რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში

ანა დოლიძე: ნაციონალური მოძრაობის პოზიცია არის მორიგი გამოხატულება იმისა, რომ ისინი აკმაყოფილებენ მიხეილ სააკაშვილის ეგოს

სუს-მა ენმ-ის მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციის მოწყობის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

magti 5g