LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილი და ახვლედიანი ბოლოს ერთად გარბოდნენ, ის ერთ-ერთი ბოლოა, ვინც გიორგი ცოცხალი ნახა და მასთან ბევრი კითხვაა:პროკურორი

175
ვახტანგ ჩიქოვანი შაქარაშვილი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ  ვახტანგ ახვლედიანი ერთ-ერთი ბოლოა, ვინც გიორგი შაქარაშვილი ცოცხალი ნახა და შესაბამისად მასთან ბევრი კითხვა ჩნდება.

დღევანდელ პროცესზე იკითხება ვახტანგ ახველედიანი და ორი ექსპერტი, ერთი კრიმინალისტია და მეორე ინფორმატიული ექსპერტი. რაც შეეხება იმას, თუ რა ფაქტს შეესწრო ახვლედიანი, ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ დაიწყო თავდასხმის მომენტები – ჯერ „მერსედესის“ მგზავრები ესხმიან თავს გიორგი შაქარაშვილს, მასთან ერთად მყოფ პირებს, მათ შორის, ვახტანგ ახვლედიანს და სხვა პირებს, შემდეგ უკვე, „ქამრის“ მგზავრები, ანუ წარმოდგენილი ბრალდებულები და მძღოლი ესხმიან თავს შაქარაშვილს და დანარჩენ პირებს.

ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი შაქარაშვილი ფაქტობრივად, ბოლოს ერთად გარბიან, ახვლედიანის შემალვის შემდეგ უკვე, გიორგი შაქარაშვილი აგრძელებს მოძრაობას, რის შემდეგაც მას 3 ადამიანი მისდევს, ანუ ის გარემოებები, რაზეც ვახტანგ ახვლედიანი საუბრობს, პირდაპირ შემხებლობაშია მკვლელობის საქმესთან და უშუალოდ იმ პირების ბრალეულობასთან, რომლებიც მკვლელობის ბრალდებით არიან სასამართლოში წარმოდგენილი, ის 3 ადამიანი, ვინც შაქარაშილს მისდევდა, რა თქმა უნდა, იდენტიფიცირებულია, რაც შეეხება ახვლედიანს, მისი ჩვენებიდანაც ირკვევა – მან აღნაგობა, გარეგნობა დაინახა ამ ადამიანების, თუმცა, იდენტიფიკაცია უშუალოდ მის მიერ ვერ მოხდა, თუმცა, ეს 3 ადამიანი იმ 5 ბრალდებულიდანაა. იქიდან გამომდინარე, რომ ვახტანგ ახვლედიანი საკმაოდ ბევრ რამეს შეესწრო, კითხვები იქნება“, – განაცხადა ყაზარაშვილმა.

პროკურორი ასევე გამოეხმაურა გასულ სხდომაზე ექსპერტების დაკითხვასა და იმ გარემოებებს, რაზეც მათ და შემდეგ უკვე ადვოკატებმა ისაუბრეს. მისი თქმით, ადვოკატების მიერ მოწმეების ჩვენებების ინტერპრეტაცია მიზანმიმართულად არის არასწორად გაკეთებული.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, ექსპერტებმა ცალსახად გამორიცხეს, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე არსებული დაზიანებები მდინარეში ჩავარდნის შემდეგ მიეღო.

შაქარაშვილს მინიმუმ 9 დაზიანება მიღებული აქვს ფეხის, ხელის ან ბლაგვი საგნებით – პროკურატურა კომისიურ დასკნას აქვეყნებს

„ასევე დაისვა კითხვები, მდინარეში ფეხით გადაადგილებისას შეიძლებოდა თუ არა, ამ დაზიანებების მიღება. ექსპერტებმა ახსნეს მექანიზმი, რომ მდინარეში ფეხით გადაადგილების შემთხვევაში, რა სახის დაზიანებები შეიძლებოდა მიეღო ადამიანს. ასეთი დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს სხეულზე არ აქვს. ერთ-ერთი გარემოება იყო ასევე, გიორგი შაქარაშვილს წყალში ჩავარდნის შედეგად შეეძლო თუ არა მიეღო ეს დაზიანებები. საუბარია, პატარა და დიდ ხიდზე, ანუ არაგვის ხიდიდან გადმოვარდნის შემთხვევაში, მიიღებდა თუ არა ის ამ დაზიანებებს. ექსპერტებმა ეს გარემოება ცალსახად გამორიცხეს, რომ გიორგი შაქარაშვილს შემთხვევის ადგილზე არსებული შესაძლო გადმოსავარდნი ადგილებიდან – პატარა და დიდი ხიდიდან გადმოვარდნის შემთხვევაში მიეღო ის დაზიანებები, რაც მას სხეულზე აქვს. შესაბამისად, ეს ნაწილიც გამოირიცხა. ასევე, ექსპერტების მიერ შესწავლილილ იქნა შემთხვევის ადგილი, იქ არსებული სხვადასხვა ნიადაგი, ქვები და ა.შ. მათი განმარტებით, გიორგი შაქარაშვილს ეს დაზიანებები იქ თვითონ არ მიუღია. ბევრი ვისაუბრეთ მუცლის არეში არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით, რომელიც ექსპერტებმა განმარტეს, რომ შესაძლებელია ფეხსაცმელიანი ფეხის დარტყმის შედეგად იყოს მიყენებული.

მათ ცალსახად გამორიცხეს, რომ ის დაზიანება, რომელიც გიორგი შაქარაშვილს მუცლის არეში აქვს, რამეზე დაცემის შემთხვევაში მიეღო. შესაბამისად, ნებისმიერი საგანი, რაც არ უნდა ყოფილიყო შემთხვევის ადგილზე, იმაზე დაცემის შედეგად, გიორგი შაქარაშვილი ამ დაზიანებებს ვერ მიიღებდა, თუნდაც, ნებისმიერ სხვა პირობაში დაცემის შედეგად. იგივე მოცემულობაა მუცლის არეში არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით. კითხვები დაისვა, მანქანის შეჯახების შედეგად შეიძლებოდა ყოფილიყო თუ არა დაზიანება მიყენებული, ესეც ექსპერტებმა ცალსახად გამორიცხეს, იქ არ იყო სპეციალური ნიშნები. ასევე, იმ დაზიანების ლოკალიზაციიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება ვთქვათ, ბეტონის საგანზე, ან ჯებირზე დავარდნის შედეგად, რომელიც შემთხვევის ადგილზეა, ამ შემთხვევაში აუცილებლად ძვლებიც იქნებოდა დაზიანებული“, – აცხადებს ყაზარაშვილი.

საქმეში ბრალდებას არცერთი მტკიცებულება არ მოეპოვება, რომელიც დაადასტურებს, როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი წყალში: გიორგი გელხაური

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ., ა.ქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g