19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 11 პირი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ბრალდების მხარემ დაასაბუთა ის გარემოება, რომ ყველა მათგანის მიმართ კვლავ ძალაში უნდა დარჩენილიყო აღკვეთის ღონისძიება, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.
,,დღევანდელ სასამართლო სხდომაზე 11-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დარჩა. ბრალდების მხარემ დაასაბუთა ის გარემოება, რომ ყველა მათგანის მიმართ კვლავ ძალაში უნდა დარჩენილიყო აღკვეთის ღონისძიება. ადვოკატებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა ეს პოზიციები ახლად გამოვლენილი გარემოებიდან გამომდინარე არ იყო გაკეთებული. იგივეს აცხადებდნენ, რასაც წინა პროცესებზე. შესაბამისად, სასამართლომ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება” – განაცხადა პროკურორმა.
ვის სჯერა ამ სიბრიყვის?! დაცვის მხარეს ახალი მტკიცებულებების იმედი აქვს: პროკურორი ადვოკატებს სიცრუის დეტექტორის გამოიყენებას ურჩევს
შეგახსენებთ, რომ სხდომის დაწყებამდე დაკავებულთა უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებდნენ.
მათივე განმარტებით, გამოძიებას არ გააჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომელიც დაკავებულთა პატიმრობაში დარჩენის აუცილებლობას მოითხოვდა.
შაქარაშვილის საქმე: “ვნახოთ სუნის მიხედვით საით მიემართება ძაღლი”