LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის სჯერა ამ სიბრიყვის?! დაცვის მხარეს ახალი მტკიცებულებების იმედი აქვს: პროკურორი ადვოკატებს სიცრუის დეტექტორის გამოიყენებას ურჩევს

643
BeFunky-collage - 2020-08-20T163059.880

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანების საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. ბრალდებულთა უფლებადამცველების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობა გამოძიების მიერ წარმოდგენილ მასალებში არ დასტურდება, შესაბამისად, წარდგენილ დანაშაულს არ აღიარებენ. ერთ-ერთი არასრულწლოვანი უკვე მეორე დღეა შიმშილობს და სიცრუის დეტექტორზე დაკითხვას ითხოვს. ადვოკატის განმარტებით, ზ.ხ. მიმართ პროკურატურის ბრალდება უსაფუძვლოა, ხოლო ბრალის დამძიმება – მთავარი მოწმის გურამ ამირხანაშვილის მეხუთედ შეცვლილ ჩვენებაზეა აგებული.

„ვის სჯერა იმ ჩვენების, რომელიც გავრცელდა მედიიის საშუალებით, სადაც ამირხანაშვილი საუბრობს, რომ თითქოსდა, მისი მეგობარი ათი წუთის წინ სასიკვდილოდ გაიმეტეს და წყალში ჩააგდეს და იგივე პირები ეუბნებიან ერთადერთ მეგობარს, ამირხანაშვილს, რომ იმედია, მან ცურვა კარგად იცის. ვის სჯერა ამ სიბრიყვის?! დარწმუნებული ვარ, ადექვატურობასთან პრეტენზია ვერ ექნება, ვის თავშიც ეს მოიხარშა. ვინ ადეკვატური დაიჯერებს ამირხანაშვილის მეხუთედ შეცვლილ ჩვენებას, სადაც ის საუბრობს, რომ მკვლელებმა განუცხადეს, რომ მისი მეგობარი ჩააგდეს წყალში. ეს არის აბსურდი და რეალობასთან ამას არანაირი საერთო არ აქვს“ –  განაცხადა გიორგი გელხაურმა.

„ნუ დაგვიჩაგრავთ ბავშვს ფულით და თანამდებობით… მკვლელი შვილიშვილი არ მინდა“ – ზ.ხ.-ს ბებია და ბაბუა შაქარაშვილის ოჯახს მიმართავენ

ზ.ხ.-ს ადვოკატს საქმის პროკურორმა უპასუხა და განაცხადა, რომ ბრალის დამძიმება 6 დაკავებულზე და მათ შორის 2 არასრულწლოვანზე, მხოლოდ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა. დავით ყაზარაშვილის განმარტებით, 109-ე მუხლით საქმის გადაკვალიფიცირება საქმეში მოპოვებული ერთიანი მასალების საფუძველზე მოხდა. რაც შეეხება არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მოთხოვნას – შემოწმდეს სიცრუის დეტექტორზე, პროკურორი აცხადებს, რომ დაცვის მხარეს შეუძლია გამოკითხვის აღნიშნული ფორმა, თვითონ, დამოუკიდებლად ჩაატარონ.

 

დღევანდელ სხდომაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა ბრალდებული ზ.ხ.-ს დედას. რაც შეეხება არასრულწლოვანის მამას, რომელმაც შიმშილობა გუშინ, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან დაიწყო, პროტესტის ნიშნად დღევანდელ სასამართლოს არ ესწრება. მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ ის შიმშილობას შინ გააგრძელებს.

დაკავებული არასრულწლოვნების ადვოკატები კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბრობენ, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფთა უდანაშაულობას ამტკიცებს, თუმცა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ რა მტკიცებულებებზეა საუბარი. ამ დროისათვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთ ერთი ასეთი მტკიცებულება იქნება ის ე.წ. “საიდუმლო ტელეფონი”. პროკურორი კი ასეთი ტელეფონის და მიმოწერის არსებობას სიცრუეს უწოდებს, რაც შეეხება საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, გური ამირხანაშვილის მორიგ ჯერზე ჩვენების შეცვლას, ამაშიც საეჭვოს ვერაფერს ხედავს.

გაგნიძემ მკითხა „როგორც დარბიხართ, ისე მაგრად იცით ცურვა?“ – ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება

“ტელეფონი არის ერთ-ერთი ასეთი ინსცენირებული სიცრუე და პროკურატურას ექნება მკაცრი მიდგომა ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეეცდება გიორგი შაქარაშვილის მკვლელებზე ხელის დაფარებას და მსგავსი სიცრუით საზოგადოებაში ისეთი წარმოდგენის შექმნას თითქოსდა, მოწმეზე ხდება ზეწოლა უშუალოდ სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა პროკურორმა.

ბრალდებული არასრულწლოვნის ბებია პროკურატურასთან შეუძლოდ გახდა: ის კლინიკაში გადაიყვანეს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. დაცვვის მხარე დღეს სიტყვით წარსდგება. სასამართლოს ექვსივე არასრულწლოვანი ესწრება.

magti 5g