LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ დაგვიჩაგრავთ ბავშვს ფულით და თანამდებობით… მკვლელი შვილიშვილი არ მინდა“ – ზ.ხ.-ს ბებია და ბაბუა შაქარაშვილის ოჯახს მიმართავენ

409
BEBIA BABUA

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამის გარდა, შიმშილობის დაწყებით თამაზ ხომასურიძის მამა და ბებია იმუქრებიან. ლიანა და გიორგი ხომასურიძეები ზ.ხ-ს დეტექტორით დაკითხვას ითხოვენ.

ორივე პროკურატურასთან ცოტა ხნის წინ მივიდა.

ვთხოვ გამოძიებას, დროზე იპოვოს დამნაშავე და დასაჯოს. თუ ჩემი შვილიშვილი იქნება დამნაშავე, დასაჯოს როგორც კანონი და წესია. აი, ამას ვთხოვ გამომძიებელს. მე აქედან არ წავალ, ვიდრე არ გამოიძიებენ. ვიცი, რომ ტყუილად არის დადანაშაულებული. თუ არის მკვლელი, მე მკვლელი შვილიშვილი არ მინდა”, – ამბობს ლიანა ხომასურიძე.

იგივე პოზიცია აქვს, გიორგი ხომასურიძეს და ამბობს, რომ მისი შვილიშვილი უდანაშაულოა.

„არ ვიცი, პროკურატურა რატომ არ აკმაყოფილებს ჩემი ოჯახის მოთხოვნას სიცრუის დეტექტორის გავლასთან დაკავშირებით. გამორიცხულია, რომ ჩემს შვილიშვილს ვინმეზე ხელი აეღო, დანა ან იარაღი გამოეყენებინა. ჩემი შვილიშვილი დამნაშავე იმაშია, რომ თავიდანვე არ დაურეკა პოლიციას. თუმცა იქ სხვებიც იყვნენ და რატომ არ დარეკეს და რატომ მიატოვეს შაქარაშვილი? გიორგი შაქარაშვილის მშობლების სასარგებლოდ ვიტყვი, რომ მათი შვილი ზეცაშია. ღმერთი იწამონ და ნუ დაგვიჩაგრავენ ბავშვს ფულით და თანამდებობით. გაჭირვებული ხალხი ვართ, ყველაფერი გავყიდეთ, რომ ბავშვს დავეხმაროთ“, – ამბობს გიორგი ხომასურიძე. 

პროკურატურის წინ ზ.ხ.-ს მამის მიერ დაწყებულ შიმშილობას, გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი გამოეხმაურა და აბსურდი და დადგმული უწოდა.

შიმშილობა ისეთივე აბსურდული და დადგმული მგონია, როგორებიც თქვენ ხართ – შაქარაშვილის და

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის მამა პროკურატურასთან შიმშილობს – „მომდევნო ნაბიჯი სუიციდი იქნება“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები