LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაგნიძემ მკითხა „როგორც დარბიხართ, ისე მაგრად იცით ცურვა?“ – ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება

1510
BeFunky-collage (1)

“რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა” გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ოქ­როს მოწ­მის გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ბოლო ჩვე­ნე­ბას აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ხუთი პი­რის­თვის ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და.

აღნიშნულია, რომ ეს ამირხანაშვილის გამოკითხვის მეხუთე ოქმია. პირველი ოთხი ჩვენება მან გამოძიებას 19, 21, 23 და 25 ივნისს მისცა.

გავრცელებული ინფორმაციით, შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე მონასტერში გაშვებას ითხოვს

ოქ­როს მოწ­მე  19 ივ­ნი­სის ღა­მეს დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს. კერძოდ, “ტო­ი­ო­ტა ქამ­რი­ში” გა­მარ­თუ­ლი დი­ა­ლო­გის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს:

„არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“.

აღნიშნული შეკითხვისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, იმ მომენტში ვერაფერთან დავაკავშირე, რადგან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი ჩემ მეგობარ გიორგი შაქარაშვილზე. ასევე მგზავრობისას, როგორც მახსოვს, უკან მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა ახსენა შემდეგი შინაარსის სიტყვები, „რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული“, ვის გულისხმობდა ის, არ ვიცი“- ნათ­ქვა­მია ჩვე­ნე­ბა­ში, რო­მელ­საც “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა” ავ­რცე­ლებს.

“სრულიად უსაფუძვლოდ ვიმყოფები პატიმრობაში”- შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g