LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის საქმეზე განაჩენი 9 მარტს, 15:00 საათზე გახდება ცნობილი

66
Saqara

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილის, ვახტანგ ჩიქოვანის, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს განაჩენს 9 მარტს გამოაცხადებენ.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენს 15:00 საათზე გამოაცხადებს.

ცნობისთვის, შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში 100-მდე მოწმეა დაკითხული, ასევე გამოკვლეულია წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები.

პროკურატურას ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის, დაცვის მხარეს კი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

აღნიშნულ ეპიზოდზე სასამართლოში ჩვენება მისცა გარდაცვლილის უფლებამონაცვლემ, გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა შალვაშვილმა.

ოჯახი ბრალდებულების გამტყუნებასა და მკაცრად დასჯას ითხოვენ.

“მაშინ რატომ არ აგიკანკალდათ ხელი ან ხმა ბავშვს რომ ესე იმეტებდით?! იმ ბავშვს, რომელიც თქვენნაირი ცხოველებისგან გარბოდა… ახლა საკმარისი დრო გექნებათ “ცრემლებისთვის” – ანი შაქარაშვილი

რომელი ბრალი? თუ განაჩენი დაუმსახურებლად დადგება, ესეც სიკვდილია ოჯახების – ბრალდებულის მშობელი ამბობს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს გააპროტესტებენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები