“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ორგანიზაცია “აი ია”-ს დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, წამოწყებული სამართლებრივი პროცედურები ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი.
„ჩემი ლამაზი სახლი დარბეულია“ – FBI-მ დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა
“აშშ-ში საქართველოს საელჩო შეშფოთებულია ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკის გამო.
თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები საეჭვოდ ემთხვევა ტრამპის განცხადებას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რაც თავის მხრივ ტოვებს აღქმას, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.
შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი ადმინისტრაციის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით თეთრი სახლის მიმართ.
წამოწყებული სამართლებრივი პროცედურები ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას.
ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით პროცესებს და გავაგრძელებთ ლოცვას იმ ამერიკის გადარჩენისთვის, რომელიც თვალსა და ხელს შუა ინგრევა და გარშემოც ანგრევს ყველაფერს!” – წერს შაქარიშვილი.