LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კუპრაძე: ვატო შაქარიშვილი „ქართული ოცნების“ „ტიტუშკაა“

361
Untitled design (5)

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ვატო შაქარიშვილი არის „ქართული ოცნების“ „ტიტუშკა“.

ირაკლი კუპრაძის თქმით, „სამარცხვინოა, როდესაც პოლიტიკურ პარტიას ქმნი, რათა სდიო და აგინო სტუდენტებს“.

„ეს არის დესტრუქციული, მავნებლური ორგანიზაცია“ – ვატო შაქარიშვილი თანამოაზრეებთან ერთად „ფრანკლინის კლუბის“ ღონისძიებას აპროტესტებს

„ვატო შაქარიშვილმა მგონი რამდენიმე დღის წინ დააფუძნა პოლიტიკური პარტია. ამ ქვეყანაში, რომელშიც უამრავი პრობლემა აქვს საზოგადოებას, სდიო სტუდენტებს, მათ აგინო, ლანძღო და ქვები ისროლო, ხარ უბრალოდ არაადეკვატური, სასაცილო ადამიანი.

სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებ ადამიანი და მეტი საქმე ამ ქვეყანაში ვერ გიპოვია. ის ვერ გამოხატავს ვერანაირ პოზიციას გარდა ერთისა , ის არის „ტიტუშკა“, როგორც წინა ხელისუფლებებს ჰყავდათ „ტიტუშკები“, დღეს არის „ქართული ოცნების“ „ტიტუშკა“ ვატო შაქარაშვილი. მოვიდეს, დავხვდებით კეთილი სურვილებით“, – აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

ვატო შაქარიშვილის ფოტო: „რადიო თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები