ზურაბ-გირჩი ჯაფარიძესა და ბორჯომში, „თავისუფლების ინსტიტუტის“ ბანაკში მყოფებზე თავდასხმას, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ეხმაურება და აცხადებს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა.
გახარიას თქმით, „ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის!“.
„ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულსა და მომავალს შორის. „ოცნებამ“, ისევე როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მმართველობის ბოლო წლებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძალადობის წახალისება დაიწყო. ახლა უკვე „ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა. ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი. ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის! ჩემი სრული მხარდაჭერა ახალგაზრდებს!“ – წერს გახარია სოციალურ ქსელში.
„ცხვირ-პირში მოხვდა, ზურა გირჩი დარჩა შარვალჩახდილი“ – შაქარიშვილი ჯაფარიძეზე თავდასხმას ეხმაურება
ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულსა და მომავალს შორის.
ოცნებამ, ისევე როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ, მმართველობის…Posted by გახარია on Saturday, 17 June 2023