LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელი – G7-ის ქვეყნები იზიარებენ მიზანს – შუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსულ ომის მანქანას

120
1586530772-შარლ-მიშელი-1024x634

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ,,დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ერთსა და იმავე მიზანს იზიარებენ – შუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსულ ომის მანქანას. ამის შესახებ მან ,,დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამოსვლისას აღნიშნა.

მიშელის განცხადებით, G7-სა და ევროკავშირს აქვთ “ურყევი ერთიანობა” უკრაინის მხარდასაჭერად და ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას.

“ომი ნიშნავს, რომ მსოფლიო შეიცვალა შარშანდელი G7-ის სამიტის შემდეგ კორნუოლში. მსოფლიო გვიყურებს – მოდით მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და დავიცვათ საერთაშორისო სამართალი”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g