„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია და საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასულ დეკემბერს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
“მინდა მკაფიოდ ვთქვა: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებასთან და გაწევრიანების ტრაქეტორიასთან თავნხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირთან კი არ დაახლოებს, არამედ დააშორებს”, – წერს მიშელი.