LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელი: მოლდოვის, უკრაინის, საქართველოს EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს წლის ბოლოს განვიხილავთ

142
6ceaaa028921fe1b06d12a77b624315d_XL

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, წლის ბოლომდე დააყენებს, მოლდოვის და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხს. ამის თაობაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოლდოვაში ვიზიტისას პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

შარლ მიშელი იმედოვნებს, რომ ამ თემებთან დაკავშირებით ევროკომისია გადაწყვეტილებას 2023 წლის ბოლოსთვის მიიღებს.

„ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით შემდეგი ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს, რომელიც ეხება მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას, და ასევე დასავლეთ ბალკანეთს. მსურს მკაფიოდ დავადასტურო, რომ მე ამ საკითხის დაყენებას ევროპული საბჭოს დღის წესრიგში წლის ბოლოსთვის ვაპირებ.

ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის საბჭომ ამ ქვეყნებთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება იმ ანგარიშის გათვალისწინებით, რომელსაც ევროკომისია გამოაქვეყნებს.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ დადებითი გადაწყვეტილება წლის ბოლოსთვის შესაძლებელი გახდება“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 პირობა უნდა შეასრულოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g