LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელმა გვარამიას საქმეზე მედიაკოალიციას პასუხი გამოუგზავნა

56
Untitled design (2)

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის ერთობლივ მიმართვას წერილით ჰპასუხობს.

შარლ მიშელს 60-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ ნიკა გვარამიას მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე წლის 7 ნოემბერს მიმართა.

როგორც საპასუხო წერილშია აღნიშნული, ევროსაბჭოს პრეზიდენტის კაბინეტი ყურადღებით ადევნებს თვალს ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს, მათ შორის კი თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლების მეშვეობით:

„ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ფუნდამენტური უფლებები და სათანადო სამართლებრივი პროცესი დაცული უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებით, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად.

ევროკავშირმა მრავალჯერ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ სასამართლო სისტემის ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ რეფორმაში ჩაერთონ. ეს არის ასევე 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების და მიღებული ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთი ქვაკუთხედი.

ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც ხაზგასმულია კომისიის მოსაზრებაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ, არის ის, რომ საქართველომ თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა გასწიოს, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში იყოს“, – აღნიშნულია წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g