2016 წელს ეკრანებზე შარლიზ ტერონის მონაწილეობით 2 ახალი ფილმი გამოდის, რომელთა პრემიერის თარიღები დაუზუსტებელია. ფოტოგრაფებმა კი ამჯერად ოსკაროსანი მსახიობი ბერლინში გადაიღეს, სადაც ის ერთ-ერთი ფილმის, „ყველაზე ცივი ქალაქის“ გადაღებებზე იმყოფება. ესაა ჯაშუშური თრილერი, სადაც ტერონი მთავარ როლს ასრულებს. ფოტოებიდან ჩანს, რომ ფილმისთვის ტერონმა ახალი იმიჯი მოირგო. მოკლე ქერა თმაში მსახიობის ცნობა გაგიძნელდებათ.
ფილმში „ყველაზე ცივი ქალაქი“ მოვლენები ცივი ომის პერიოდში ვითარდება. შარლიზ ტერონი კი, საიდუმლო აგენტის როლს ასრულებს.
