ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი, რომელიც ბერლინში შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციურ განყოფილებაში მუშაობს, სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აჭარაში ტურისტებს დელტა შტამი დაუდასტურდათ.
ექიმი წერს, რომ “შარშანდელ შეცდომას ვიმეორებთ”.
“შარშან არ ვიცოდით, ვერ განვსაზღვრეთ, ვერ გავთვალეთ, არ გვეგონა…
წელს? წელს რა არგუმენტი გვაქვს ამ საბედისწერო შეცდომის გასამართლებლად?
შარშანდელი შემოდგომა და ზამთარი სანატრელი გაგვიხდება…
‼️გენოციდის ტოლფასია, რას ჩავდივართ??” – წერს თამარ ჟამურაშვილი.
ცნობისთვის, აჭარაში დელტა შტამის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დელტა შტამი ტურისტებს დაუდასტურდათ, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს, მათთან დაკონტაქტებული პირები კი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, იზოლაციაში არიან გადაყვანილები.
