LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარვლის ჩახდა ოკუპანტების წინაშე, ტერიტორიებს ვერ დაგვაბრუნებინებს – სოფიო კილაძე

160
196fe806d9f7f67da9d89508dc3150f3-thumb

მგონია, რომ შარვლის ჩახდა ოკუპანტების წინაშე, ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ დაგვაბრუნებინებს – ამის შესახებ ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტერგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განაცხადა.

მას შეაფასა მინისტრობის კანდიდატების მოხსენებები და ქეთევან ციხელაშვილს მიმართა.

“ჩვენ, ნამდვილად მხოლოდ მაშინ შევძლებთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, თუ გვექნება პატრიოტული სულისკვეთება ქვეყანაში და ამას სჭირდება სწავლება, შეყვარება ბავშვებისთვის, თავიდანვე და მგონი ამაზე საუბრობდა ირაკლი ღარიბაშვილიც.  ამას სჭირდება თავდადება და მუშაობა ევროატლანტიკური გზით. ჩვენ გვყავს ათასობით მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან. მათ ყოველდღიურად უწევთ ოკუპანტებთან შეხება და შიშისა და ტერორის ქვეშ ცხოვრობენ. რას აპირებთ სამომავლოდ? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სოციალური შეღავათებით, დახმარებებით და სოციალური გაძლიერებით შევუმსუბუქოთ ისედაც მძიმე ყოფა, რომელშიც მათ ოკუპანტები და მათი დამქაშები ამყოფებენ,” – აღნიშნა სოფიო კილაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g