LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავგულიძე არის ღირსეული ადამიანი – ალასანიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

115
seg

“თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მეხუთე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ალსანიას განცხადებით, ის მხარს “ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძეს უჭერს.

“შალვა შავგულიძე არის ღირსეული ადამიანი, რომელმაც ყოველთვის კარგად იცოდა, როგორ უნდა დაუდგეს მეგობრებს გვერდში. ყოველთვის იყო იქ, სადაც სჭირდებოდა მეგობრებს, იღებდა ღირსეულ გადაწყვეტილებებს. მე სპეციალურად ჩამოვედი თბილისში, რომ მეგობარს იმ მომენტში , როცა სჭირდება გვერდში დგომა”- განაცხადა ალასანიამ

ჟურნალისტების კითხვა, ხომ არ აპირებს ის პოლიტიკაში დაბრუნებას, ირაკლი ალასანიამ უპასუხოდ დატოვა.

მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის დეპუტატობის 20 კანდიდატი იბრძვის – მათგან ექვსი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის, მმართველი პარტიიდან ლადო კახაძე იბრძვის.

ლადო კახაძე: ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს არ იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის[ვიდეო]

გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს არ იქნება ქვეყნისათვის საზიანო, – ამის შესახებ მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადა კახაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. “არჩევნების მშვიდობიანი ჩატარება მინდა გისურვოთ და ღირსეული მილოცვა იმ ადამიანისათვის, ვინც გაიმარჯვებს. მინდა, რომ გაიმარჯვოს მშვიდობამ, განვითარებამ და იმ ქვეყნის მთლიანობის აღდგენის იდეის გამარჯვებამ, რაც ჩვენზე, თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული. […]

მან საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები