LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი პარასკევის ევროპული თავგადასავალი: 5 საუკეთესო ქალაქი შოპინგისთვის

130
შავი პარასკევის ევროპული თავგადასავალი: 5 საუკეთესო ქალაქი შოპინგისთვის

შავი პარასკევი მოდის და ფასდაკლებების სეზონის პიკია – დღე, როცა ყველაზე დიდი ბრენდები თავიანთ საუკეთესო შეთავაზებებს ამზადებენ, მაგრამ ევროპაში შოპინგი ამ დროს მხოლოდ ნივთების შეძენა არ არის – ესაა ატმოსფერო, ხმაური და ქალაქების ენერგია. სად ღირს გაემგზავრო, რომ შოპინგი მოგზაურობად აქციო და ფასდაკლებებმა მართლაც გაგაოცოს.

წარმოგიდგენთ 5 ქალაქს ევროპაში, სადაც შავი პარასკევი განსაკუთრებულად იგრძნობა.

ლონდონი – ფასდაკლებების დედაქალაქი

ლონდონი შავ პარასკევს მოდის და ენერგიის ცენტრად იქცევა. ქალაქი სავსეა მრავალფეროვანი მაღაზიებით – დაწყებული ხელმისაწვდომი ბრენდებიდან, დასრულებული ყველაზე პრესტიჟული მოდის სახლებით.

სად იშოპინგოთ:

Oxford Street – ევროპის ყველაზე დატვირთული სავაჭრო ქუჩა, სადაც 300-ზე მეტი მაღაზიაა.

Regent Street და Carnaby Street – შესაფერისია თანამედროვე მოდის და ექსკლუზიური ბრენდების მოსაძებნად.

Westfield Stratford City – უზარმაზარი შოპინგ ცენტრი, სადაც შეგიძლია ერთ დღეში ყველაფერი შეიძინოთ.

ლონდონში ფასდაკლებები ხშირად შავ პარასკევამდე რამდენიმე დღით ადრე იწყება, ხოლო დიდი ბრენდები 70%-მდეც კი ამცირებენ ფასებს.

 პარიზი – ელეგანტური სამყარო შოპინგისთვის

პარიზში შოპინგი ყოველთვის სტილის ნაწილია – შავი პარასკევი კი მას დამატებით ბრწყინვალებას სძენს. ელეგანტური ბუტიკები, ექსკლუზიური აქციები და ქალაქის არაჩვეულებრივი ატმოსფერო აქ თითოეულ შენაძენს განსაკუთრებულს ხდის.

სად იშოპინგო:

გალერეა Lafayette და Printemps – საუკეთესო ადგილი, სადაც მაღალი მოდა და ხელმისაწვდომი ბრენდები ერთიანდება.

Champs-Élysées- ფასდაკლებები ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც იქ გასეირნება.

Le Marais – ბუტიკების, ვინტაჟური მაღაზიებისა და უნიკალური ნივთების სამყარო.

 ბევრი მაღაზია ტურისტებს სთავაზობს დამატებით tax-free ბონუსებს, რაც შენაძენებს კიდევ უფრო მომგებიანს ხდის.

მილანი – მოდის დედაქალაქი ფასდაკლებების გარემოცვაში

მილანი ამ პერიოდში შოპინგის სინონიმია. ქალაქი, სადაც შავი პარასკევი ნამდვილ მოდურ ფესტივალად იქცევა. აქ შეგიძლია იპოვო მსოფლიო დონის ბრენდები და საოცარი ფასდაკლებები და დატკბეთ იტალიური შარმით.

Via Monte Napoleone – მაღალი მოდის ქუჩა, სადაც Prada, Gucci და Versace შავ პარასკევს განსაკუთრებულ შეთავაზებებს გვთავაზობენ.

Galleria Vittorio Emanuele II – ისტორიული და ულამაზესი გალერეა, სადაც შოპინგი კულტურულ გამოცდილებად იქცევა.

Corso Buenos Aires – საშუალო ბიუჯეტისთვის შესანიშნავი ადგილი 350-მდე მაღაზიით.

ლისაბონი – ბიუჯეტური სამოთხე ფასდაკლებების დროს

ლისაბონი სულ უფრო ხშირად ხდება ევროპელი შოპერების ფავორიტი. აქ შეგიძლია ხარისხიანი ნივთების შეძენა უფრო დაბალ ფასად, ვიდრე სხვა დედაქალაქებში.

სად იშოპინგო:

Avenida da Liberdade – პორტუგალიური ელეგანტურობა და საერთაშორისო ბრენდები სწორედ აქ იყრის თავს.

Colombo Mall – ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი.

Freeport Lisboa Fashion Outlet – აქ ფასდაკლებები ხშირად 80%-მდეც ადის.

 შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც სურს შოპინგი და დასვენება ზღვისპირა ქალაქში ერთდროულად.

ბერლინი – თანამედროვე მოდის და შემოქმედების ქალაქი

ბერლინი შოპინგის განსხვავებული გამოცდილებაა.

საშოპინგოდ საუკეთესო ადგილები:

Kurfürstendamm შოშიების მთავარი სავაჭრო გამზირი.

Mall of Berlin – 270-ზე მეტი მაღაზია და მრავალფეროვანი ფასდაკლებები.

Hackescher Markt – შესანიშნავია უნიკალური ნივთების შესაძენად.

შავი პარასკევი ევროპაში მხოლოდ ფასდაკლების დღე აღარ არის – ეს არის ერთად თავმოყრილი გამოცდილება, მოგზაურობა და ემოცია.

ლონდონი გთავაზობს ენერგიას, პარიზი – ელეგანტურობას, მილანი – გლამურს, ლისაბონი – სითბოს, ხოლო ბერლინი – თავისუფალ სტილს. სადაც არ უნდა გაემგზავრო, მოემზადე წინასწარ, შეამოწმე tax-free პირობები და არ დაგავიწყდეს მთავარი – საუკეთესო შენაძენი ისაა, რომელიც სიხარულს და სასიამოვნო მოგონებებს გიტოვებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g