LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შავი სიის” პირველი ხუთეული – გაერთიანებული ოპოზიცია სიას ასაჯაროვებს

611
ოპოზიცია

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშავებული გადაწყვეტილებით უკვე შეთანხმებულია იმ ხუთეულის ვინაობა, რომელიც ე.წ. “შავ სიაში” იქნებიან. ოპოზიციამ გუშინ დღის პირველ ნახევარში დააანონსა აღნიშნული სიის გასაჯაროვება და პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელმა ინტერპარტიულმა კომისიამ, პირველი “ხუთეულიც” გამოავლინა: ვალერიანე ფილიშვილი – მოსამართლე, გიორგი არევაძე – მოსამართლე, ვაჟა თოდუა – პროკურორი, კახა ბუხრაძე  – თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და ნუგზარ ჭონქაძე – მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

გამოაჩინეთ მოსამართლეების ე.წ. „შავი სია“ – სერგო მეთოფიშვილი

ოპოზიციის შეხვედრის მე-5 რაუნდი დღეს გაიმართა და სწორედ დღეს მოხდა აღნიშნული სიის გამოქვეყნებაც. ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის ერთიანი და ერთსულოვანი გადაწყვეტილება.

სიაში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება იყო, ხოლო რაც შეეხება სიის მიზანს – ის გადაეგზავნება საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებსა და მეგობარ ქვეყნებს, მოთხოვნით დაწესდეს მითითებულ პირებზე გარკვეული სახის სანქციები, მათ შორის მოხდეს მათი გადაადგილებისა და ფინანსური შეზღუდვა.

ოპოზიციის განმარტებით, მათ მიერ შემუშავებულ დოკუმენტში მეორე ნაწილი ეთმობა 20 ივნისის აქციების და შემდგომ საპროტესტო მანიფესტაციებში დაზარალებულთა სიას, რომელიც 250 ადამიანზე მეტს ითვლის.

„პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელი ინტერპარტიული კომისია“ 2019 წლის ბოლოს შექმნა და მისი მიზანი,  პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების აღრიცხვა და  პოლიტიკურ რეპრესიებში მონაწილეთა სია შეიმუშავებაა. ოპოზიციის ცნობით, სიის სხვა წევრების ვინაობასაც უახლოეს დღეებში გაასაჯაროვებენ.

ყველა ოპოზიციონერი ლიდერი ერთ სიაში – რას აპირებს ოპოზიცია 2020 წლისთვის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g