საკრედიტო ამონაწერში „ნეგატიური“ სტატუსის ნაცვლად მომხმარებლის/მსესხებლის საკრედიტო ისტორიის შესახებ ფაქტობრივი მონაცემები იქნება ასახული.
საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მარეგულირებელი აქტები განსაზღვრავს – საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების ნებადართული საქმიანობის ჩამონათვალს, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებს, კაპიტალის მინიმალურ ოდენობას, საოპერაციო და სხვა რისკების მართვის მოთხოვნას და ინფორმაციის მიღების, აღრიცხვა/დამუშავებისა და გაცემის მკაცრად გაწერილ ნორმებს. პროექტებში ასევე განსაზღვრულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ზედამხედველობის კუთხით ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები.
შეგახსენებთ, რომ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება საქართველოს ეროვნული ბანკს, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებით მიენიჭა, რომელიც პარლამენტმა 2017 წლის ბოლოს დაამტკიცა და 2018 წლის 11 იანვარს შევიდა ძალაში.
ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს დაევალა 2018 წლის 1 სექტემბრამდე გამოსცეს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები. ამავე ცვლილებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება 2018 წლის 1 სექტემბრიდან განახორციელოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ზედამხედველობა.