LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი ზღვის კვლევები და დაბინძურების მონიტორინგი ახალი მოწყობილობებით ჩატარდება

49581020_276758169681574_4233555268031479808_n

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები შავი ზღვის კვლევებს თანამედროვე მოწყობილობებით, სამეცნიერო-კვლევითი ექოსაუნდერის და წყლის ხარისხის მონიტორინგის უახლესი პორტატიული აღჭურვილობით განახორცილებენ.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტს შესაძლებლობა ექნება სამეცნიერო კვლევები და შავი ზღვის მონიტორინგი მაღალი სიზუსტით შეაფასოს. სპეცილისტები მიღებული გამოცდილების საფუძველზე უკვე სრულიად ახალი, თანამედროვე ხელსაწყოთი –  ეკოსაუნდერის საშულებით განახორციელებენ შავ ზღვაში თევზის მარაგების ოდენობის დათვლას, რაც საშუალებას მისცემს მათ, მაღალი სიზუსტით ჩაატარონ კვლევები, განსაზღვრონ სწორი სარეწაო პროგნოზირება, რაც ხელს შეუწყობს მეთევზეობის განვითარებას.

შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერების ფარგლებში, წყლის ხარისხის მონიტორინგის უახლესი აღჭურვილობის საშუალებით კი, სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ, ზღვისა და მტკნარი წყლების ფიზიკურ-ქიმიური, დაბინძურების ევტროფიკაციის მონიტორინგი  განახორციელონ.

აღსანიშნავია, რომ მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტს მსგავსი სახის მოწყობილობები არ გააჩნდა.

უახლესი თანამედროვე ხელსაწყოები გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეიძინა, რომლის მთლიანი ღირებულება 343 500 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g