6-დან 11 ოქტომბრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში სინოპტიკოსები ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, გარკვეულ რეგიონებში, ქარის სიჩქარემ შესაძლოა 30 მ/წმ-ს გადააჭარბოს.
„6 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ 9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა 30 მ/წმ-ს გადააჭარბოს“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.