შავი ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, ამერიკელი სამხედროების განცხადებით, „სუ-27“-ის ტიპის თვითმფრინავისა და ამერიკული დრონის შეჯახება „რუსების სახიფათო და არაპროფესიონალურმა ქცევამ“ გამოიწვია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამერიკული თვითმფრინავი „მკვეთრი მანევრის” გამო ჩამოვარდა და მასთან რუსულ საფრენ აპარატს კავშირი არ ჰქონია.