LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავკანიანი ქრისტე „საიდუმლო სერობაზე“ – ბრიტანელი მხატვრის ნამუშევარი ეკლესიაში გამოიფინება

707
saidulmoserobanews

ბრიტანელმა სასულიერო პირებმა ზოგის აზრით ორიგინალური, ზოგის აზრით კი ძალიან გამაღიზიანებელი გზა გამონახეს მოძრაობა “Black Lives Matter”-ის მხარდასაჭერად. მათი ინიციატივით, ბრიტანეთის ქალაქ  სენტ-ოლბანის ტაძარში ლეონარდო და ვინჩის  ,,საიდუმლო სერობის” ლორნა მეი უოდსვორტისეული ვერსია გამოიფინება, რომელზეც იესო ქრისტე შავკანიანი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,დეილი მეილი” ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მოძრაობამ საპროტესტო გამოსვლები აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

41 წლის ბრიტანელი მხატვრის ნამუშევარი ტაძარში 4 ივლისს გამოიფინება და იქ ოქტომბრამდე დარჩება. უოდსვორტმა ნახატზე მუშაობისას მენატურედ იამაიკელი მოდელი გამოიყენა, რომლის გარეგნობითაც ნამუშევარზე იესო ქრისტეა გამოსახული.

ტაძრის წინამძღვრის თქმით, დღეს ეკლესია ძალიან ცოტას აკეთებს რასობრივი უსამართლობისა და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად იმის ფონზე, რომ ღმერთმა ყველა ადამიანი თანასწორი შექმნა.

,,შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ დავთანხმდით ტაძრის საკურთხეველში ამ ნამუშევრის განთავსებაზე“ – განაცხადა მან.

„საიდუმლო სერობა“ ეკლესიის საკურთხეველში ქალწული მარიამის გამოსახულებას ჩაანაცვლებს.

,,დეილი მეილის” ჟურნალისტის აზრით,  შესაძლოა ინგლისის ეკლესიის  ეს ნაბიჯი მისი ხელმძღვანელის, კენტერბერიის არქიეპისკოპოსის, ჯასტინ უელბის განცხადებაზე პასუხია, რომლის აზრითაც ზუსტად ცნობილი არ არის ქრისტე თეთრკანიანი იყო თუ არა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g