LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეანელეთ ცხოვრების ტემპი და მეტად მოუსმინეთ საკუთარ გრძნობებს – დადგა ზაფხულის მზებუდობა“ – რამაზ გიგაური

180
ramaz-gigauri_w_h

ასტროლოგ რამაზ გიგაურის ინფორმაციით, 21 ივნისს, თბილისის დროით 12:24 საათზე, მზე ტყუპის ნიშანს დატოვებს და კირჩხიბში გადავა. ამ მომენტიდან დადგება ზაფხულის მზებუდობა – წლის ყველაზე გრძელი დღე და ასტროლოგიური ზაფხულის დასაწყისი.

გიგაურის განმარტებით, კირჩხიბის პერიოდი ემოციურ სიღრმეს, ოჯახურ ღირებულებებს, ფესვებთან კავშირსა და შინაგან სამყაროზე ყურადღების გამახვილებას უკავშირდება. მისი თქმით, ეს დრო ადამიანებს მოუწოდებს, შეანელონ ცხოვრების ტემპი, მეტად მოუსმინონ საკუთარ გრძნობებს და იზრუნონ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებზე.

ასტროლოგი აღნიშნავს, რომ კირჩხიბის ენერგია მზრუნველობას, ინტუიციასა და ერთგულებას აძლიერებს, თუმცა ამავე დროს შეიძლება გამოიწვიოს განწყობის ცვალებადობა, წარსულში ჩარჩენა და ზედმეტი ემოციურობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g