ირანი მზადაა გაანადგუროს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დაიწყებს თავდასხმას მის კონტროლირებად ტერიტორიაზე – თქვა ირანის სამხედრო მაღალჩინოსანმა მას შემდეგ, რაც აშშ-მ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ჯარების გაგზავნას აპირებს.
დონალდ ტრამპი ირანს განადგურებით ემუქრება
"ამერიკას მსოფლიოში უძლიერესი არმია ჰყავს"
„შეცდომები არ დაუშვათ“- ასე აფრთხილებს ტრამპს რევოლუციონერი გვარდიის ხელმძღვანელი.
ირანსა და აშშ-ს შორის ურტიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე თავდასხმა განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, აშშ-ი, საუდის არაბეთთან ერთად, ირანსაც ადანაშაულებს. დაძაბულობის ფონზე, აშშ-მ ირანს სანქციებიც დაუწესა.
გაიგეთ უფრო მეტი: როგორ აფასებენ ირანელები აშშ-სა და ირანის კონფლიქტს და მიიჩნევენ თუ არა ამერიკას მტრად?