LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შედიხარ და კითხულობ დღეს რა რიცხვია“ – საქართველოში გამოქცეული უკრაინელები რუსეთის „ფილტრაციის ბანაკების“ დეტალებზე The Guardian“-თან საუბრობენ

269
ფილტრაციის ბანაკები

„საქართველოში გამოქცეული უკრაინელები რუსეთის „ფილტრაციის ბანაკების“ დეტალებზე საუბრობენ – ლტოლვილები ამბობენ, რომ იძულებულები გახდნენ გაშიშვლებულიყვნენ ან გამხდარიყვნენ ცემის მომსწრენი, როცა ისინი რუსეთში შესვლას ცდილობდნენ“ – ამ სათაურით გამოცემა „The Guardian“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და თბილისში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების ისტორიებზე წერს.

„The Guardian“-ის ერთ-ერთი რესპონდენტი 60 წლის ოლენაა, რომელიც დაკითხვის შემდეგ, დეტალებს იხსენებს.

ამბობს, რომ მან 3 კვირა მშიერმა გაატარა და გაყინულ იატაკზე ეძინა. როგორც ოლენა იხსენებს, ყველაზე დიდი დამცირება მაშინ გადაიტანა, როცა რუსმა ოფიცერმა უბრძანა, შემოწმებისთვის ზედატანი გაეხადა.

„მხრებზე სისხლჩაქცევები შეიძლება ნიშნავდეს, რომ სნაიპერი ხარ“, – ამბობს ოლენა თბილისის კაფედან და დასძენს: „მე ვუთხარი მას, რომ აგვისტოში 60 წლის ვხდები. როგორ შეიძლება სნაიპერი ვიყო? – თუმცა, მისივე თქმით, ოფიცერს ეს არ აინტერესებდა.“ „მე ყველგან სათვალეს არ ვატარებ“, – უპასუხა ოფიცერმა და უბრძანა „პერანგი შემოეცვა.“

ასევე, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ოლენას მსგავსი ისტორიები, ქალაქ ნიკოლაევში, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ (DNR) „ფილტრაციის ბანაკიდან“ ხშირია უკრაინელი ლტოლვილების იმ მზარდ რიცხვში, რომლებიც ახლა საქართველოში არიან.

„The Guardian“-ის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 20 000 უკრაინელი საქართველოში ჩავიდა, ბევრი მათგანი კი, რუსეთიდან საქართველოს ჩრდილოეთით, ყაზბეგის მთიანი საზღვრის გავლით.

სტატიის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქებიდან, როგორიცაა მარიუპოლი და ხერსონი, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასავლეთისკენ გაქცევა შეუძლებელია და ბევრი უკრაინელი საშინელი დილემის წინაშე რჩება – დარჩეს ალყაში მოქცეულ ქალაქში ან გაიქცეს ქვეყანაში, რომელმაც მათი სახლი გაანადგურა.

რუსეთში შესვლისას ბევრ უკრაინელს აიძულებენ ეგრეთ წოდებულ ფილტრაციას, პროცესს, რომლის დროსაც მათ უღებენ ფოტოებს, უწყობენ დაკითხვებს, იღებენ თითის ანაბეჭდებს და ამოწმებენ ტელეფონებს. მამაკაცებს ავალებენ საცვლების გახდას, მათ სხეულებზე ეძებენ ტატუებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოავლინონ კავშირი უკრაინულ ნაციონალისტურ ჯგუფებთან. ყველას ეკითხებიან, მსახურობდა თუ არა უკრაინის ჯარში თავად ან ვინმე, ვისაც იცნობენ.

ოლენას დაკითხვის დროს, მან გაიხსენა, როგორ იპოვა მცველმა, რომელიც გვერდით მაგიდასთან მამაკაცს დაკითხვას უწყობდა, უკრაინის გერბის გამოსახულებით გასაღების აქსესუარი, შემდეგ ოთხმა მცველმა ხელკეტებით კაცს სასტიკად სცემა და ურტყა თავში მანამ, სანამ ის გარეთ, ნულ გრადუსზე, ქურთუკის და ქუდის გარეშე არ გააგდეს.

„ფილტრაციის ბანაკები“ შეიქმნა ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც ძირითადად კონცენტრირებულია „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ (DNR), მათ შორის ნოვოაზოვსკში, მანჰუშში, ბეზიმენესა და ნიკოლაევში.

მარიუპოლიდან ავტობუსით გაქცეული უკრაინელები ხშირად ჩადიან „ფილტრაციის ბანაკებში“ გაუცნობიერებლად, რადგან მათ სანაცვლოდ უკრაინის კონტროლირებად ქალაქებში გადაიყვანას ჰპირდებიან, ადგილზე ჩასვლის შემდეგ კი, ქალაქიდან გასვლის საშუალებას არ აძლევენ.

როგორც „The Guardian“ რესპონდენტების მონათხრობზე დაყრდნობით წერს, „ფილტრაცია“, როგორც წესი, მთავრდება ორიდან ერთი გზით: ან თავად „გაივლი“ დაკითხვას და გადმოგცემენ პატარა, ბეჭედდაკრულ ფურცელს „ფილტრაციის“ თარიღით და ზედამხედველის ხელმოწერით, ან დაგაკავებენ შემდგომი დაკითხვისთვის.

„ბანაკებს“ უკავია სკოლები, კულტურის ცენტრები, სპორტული დარბაზები და სხვა საზოგადოებრივი შენობები. პირობები ხშირად მძიმეა და ბანაკები ცუდად არის ორგანიზებული.

გენოციდია, მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის 180 000-ზე მეტი ბავშვი გადაასახლეს – საერთაშორისო ექსპერტების ანგარიში უკრაინელების რუსეთში იძულებით გადაყვანაზე

ოლენა, რომელიც 65 წლის დასთან, თამარასთან და თამარას 70 წლის ქმართან ერთად მოგზაურობდა, ამასთან, სხვა გამოკითხულები, მის სრულ სახელს არ ასახელებდნენ. ამბობენ, რომ ჯერ იატაკზე ეძინათ, შემდეგ კი მუყაოს ქაღალდებზე. ისინი იხსენებენ, რომ პირველი დღეების განმავლობაში, სასადილოში ერთჯერადი კვება იყო, შემდეგ კი რუსებმა სასადილო საერთოდ დახურეს და უთხრეს, რომ საკუთარი საკვები თავად მოეპოვებინათ.

მაქსიმისა და იულიასთვის მარიუპოლიდან „ფილტრაცია“ ასევე ხანგრძლივი განსაცდელი იყო, თუმცა მათ გაუმართლათ – იქვე ახლოს სახლი შესთავაზეს, რომელიც მაქსიმის ერთ-ერთ კლასელს ეკუთვნოდა. სოფელ მანჰუში „გაფილტვრას“ თითქმის ერთი თვე ელოდნენ.

„ჩვენი რიგის ნომერი 347 იყო“, – ამბობს მაქსიმი და იხსენებს:

„შედიხარ და კითხულობ დღეს რა რიცხვია, ხვდები, რომ თარიღი მხოლოდ ორი-სამით დღით შემცირდა. რატომ გადიოდა დრო ასე ნელა? თავად პროცესს დაახლოებით 30 წუთი სჭირდება.“

კრემლის დოკუმენტების მიხედვით, ვლადიმირ პუტინმა თითქმის 100,000 უკრაინელი ლტოლვილი ციმბირსა და არქტიკულ წრეში გადაასახლა

მხოლოდ მას შემდეგ, რაც მაქსიმმა სამხედრო ფარმაცევტს უთხრა, რომ იულია დიაბეტიანია და ინსულინის ნაკლებობა ჰქონდათ, მათი ლოდინი დაჩქარდა და იმ შუადღესვე „გაფილტრეს.“ დერეფანში ლოდინისას უკრაინის ჯარის ფორმაში ჩაცმული დაღლილი მამაკაცი დაინახეს, რომელსაც მუხლებზე დაჩოქილს დაკითხვას უწყობდნენ, ხელები ზურგს უკან ჰქონდა მიბმული.

გამოცემის ცნობით, სხვა გამოკითხულები აცხადებენ, რომ ლოდინის დრო უფრო ხანმოკლეა, ზოგიერთი უკრაინელი ბანაკებში „ფილტრაციამდე“ და რუსეთში გამგზავრებამდე, მხოლოდ ერთ ან ორ დღეს ატარებს.

აშშ: რუსულმა ძალებმა ათასობით უკრაინელი ე.წ ფილტრაციის ცენტრებში გაგზავნეს

ერთ-ერთი 29 წლის წყვილი, იგორი და ვალენტინა მარიუპოლიდან იხსენებენ, რომ ნიკოლაევში ჩასვლიდან ექვსი საათის განმავლობაში „გაფილტრეს“. „იმ ფაქტმა, რომ ჩემი ცოლი იმ დროს 9 თვის ორსული იყო და რაც შეიძლება მალე გვიწევდა საავადმყოფოში მისვლა, ალბათ, მოვლენები დააჩქარა“, – ამბობს იგორი.

„The Guardian“-ის სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინელები, რომლებიც ომის შემდგომში საქართველოში გაიქცნენ, თავიდან აიცილეს გავრცელებული იძულებითი დეპორტაცია რუსეთის ქალაქებში.

ერთმა ქალმა, ჟანამ გამოცემას მოუთხრო, თუ როგორ გაიპარა მისი ოჯახი „ფილტრაციის ცენტრის“ უკანა კარიდან შეუმჩნევლად, მას შემდეგ რაც გაიგო ოფიცრის ნათქვამი, რომ მას, მის მეუღლესა და მათ მცირეწლოვან შვილს იაპონიის მახლობლად მდებარე რუსულ კუნძულზე გადაასახლებდნენ.

მხოლოდ მიგრაციის ბარათებით და არა „ფილტრაციის ქაღალდებით“, ჟანა და მისი ოჯახი ავტობუსით ნოვოაზოვსკიდან, რუსეთის ტაგანროგში გაემგზავრნენ. ტაგანროგიდან ისინი მატარებლით ვლადიკავკაზში გაემგზავრნენ და ყაზბეგის საზღვრის გავლით, „მინივენით“ საქართველოში გადავიდნენ.

მედია: ოკუპანტებმა ევაკუირებული უკრაინელები რუსეთის შორეულ ადგილებში იძულებით გადაასახლეს – შექმნილია 66 ბანაკი

სხვები ამბობენ, რომ ოფიცრებისთვის კონკრეტული გეგმების შესახებ ინფორმაცია, რუსეთის კონკრეტულ ქალაქში წასვლის შესახებ, საკმარისი იყო იმისთვის, რომ მათ მიეცათ საშუალება გაეშვათ რუსეთში, შემდეგ კი საქართველოში.

„უნდა უთხრა მათ, რომ გინდა რუსეთში დარჩენა და ცხოვრება, მერე მარტო დაგტოვებენ“, – ამბობს მაქსიმი.

ავტობუსების უმეტესობა, რომლებიც „გაფილტრულ“ უკრაინელებს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან“ რუსეთში მიჰყავს, ტაგანროგში მთავრდება. იქ უმეტესობა ავტობუსის ან მატარებლის ბილეთებს როსტოვში ყიდულობს, საიდანაც მათ შემდგომი ტრანსპორტის ორგანიზება შეუძლიათ.

ვინც საქართველოში ჩადის, სამხრეთით, ვლადიკავკაზში, მთის საზღვრის გავლით მიემგზავრება. რუსეთის საზღვრამდე მისვლის შემდეგაც კი, მათი გადასვლა გარანტირებული არ არის. მამაკაცებს რეგულარულად აცილებენ რიგიდან და დაკითხვას უწყობენ, ტელეფონებს უმოწმებენ.

ერთმა მამაკაცმა, პეტიამ, განაცხადა, რომ იძულებული გახდა, გასასვლელი შტამპის სანაცვლოდ, რუსი მესაზღვრეებისთვის ქრთამი გადაეხადა.

ახლა თბილისში მყოფი უკრაინელებიდან ბევრი თავის ქვეყანაში ბრუნდება. „ჩემი ნათლული ჯერ კიდევ მარიუპოლშია და ყველგან ჯვრებით მიწებებული ფოტოები გამომიგზავნა. საფლავები ჩვენს ეზოებშიც კი არის“, – ამბობს ოლენა და დასძენს:

„მეც მინდა სახლში წავიდე, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მინდა წავიდე სადმე უკრაინაში, რომელიც რუსების მიერ ოკუპირებული არ არის.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები