LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ: რუსულმა ძალებმა ათასობით უკრაინელი ე.წ ფილტრაციის ცენტრებში გაგზავნეს

128
უკრაინელები ფილტრაციის ცენტრებში

აშშ-ის განცხადებით, რუსეთმა ათასობით უკრაინელი ე.წ ფილტრაციის ცენტრებში გაგზავნეს,  ხოლო ათობით ათასი რუსეთში გაიყვანეს. ეუთოში აშშ-ს ელჩის, მაიკლ კარპენტერის თქმით, იძულებით გადაადგილება და ძალადობა, რომელსაც უკრაინელები ეგრეთ წოდებული ფილტრაციის ცენტრებში აწყდებიან, ომის დანაშაულია.

როგორც მაიკლ კარპენტერმა აღნიშნა, თვითმხილველთა მრავალრიცხოვანი ჩვენებები მიუთითებს, რომ „გაფილტვრა“ ადამიანების ცემას და წამებას გულისხმობს, რათა დადგინდეს არიან თუ არა ისინი უკრაინული სახელმწიფოს მიმართ ერთგულები.

კრემლის დოკუმენტების მიხედვით, ვლადიმირ პუტინმა თითქმის 100,000 უკრაინელი ლტოლვილი ციმბირსა და არქტიკულ წრეში გადაასახლა

მისივე თქმით, ე.წ ფილტრაციის ცენტრები უკრაინის აღმოსავლეთშია. ამ პუნქტების გავლის შემდეგ კი, მოქალაქეები რუსეთში გადაჰყავთ. კარპენტერმა ასევე აღნიშნა, რომ ბანაკებში მოხვედრილ ადამიანებს დეტალურ შემოწმებას უტარებენ, მათზე ინფორმაციას აგროვებენ და ხშირად პირად დოკუმენტებსა და ნივთებს ართმევენ.

„რუსეთის ჯარისკაცები დაზარალებულებს ფოტოებს სხვადასხვა კუთხიდან უღებენ, იღებენ თითის ანაბეჭდებს და ფიზიკურ შემოწმებას უტარებენ ტატუების აღმოსაჩენად, ამოწმებენ მათ ტელეფონებს, იწერენ მათ კონტაქტებსა და ინფორმაციას. ზოგიერთ შემთხვევაში, რუსი ჯარისკაცები მათ პასპორტებს, საიდენტიფიკაციო დოკუმენტებსა და ტელეფონებს ართმევენ“, — აღნიშნა მან.

მისივე თქმით, რუსეთში ყოფნისას, გადარჩენილები აცხადებენ, რომ უკრაინის ზოგიერთ მოქალაქეს უფლება აქვს, დარჩეს რუსეთში მცხოვრებ მეგობრებთან და ოჯახთან, მაგრამ ფულის ან საბუთების გარეშე ადამიანები ასობით მილის მოშორებით, ქალაქებში მიმავალი მატარებლებში ათავსებენ, რათა რუსეთის ხელისუფლებამ დაასაქმოს.

მედია: ოკუპანტებმა ევაკუირებული უკრაინელები რუსეთის შორეულ ადგილებში იძულებით გადაასახლეს – შექმნილია 66 ბანაკი

CNN-ის აპრილში ჩატარებული გამოძიების თანახმად, რუსეთის ძალებსა და სეპარატისტებს მარიუპოლის მოსახლეობა ე.წ ფილტრაციის ცენტრში გადაჰყავდათ, რომელიც ბეზიმენში შეიქმნა და სადაც ისინი დარეგისტრირებულნი იყვნენ რუსეთში გაგზავნამდე, ბევრი მათი ნების საწინააღმდეგოდ.

უკრაინის მთავრობისა და მარიუპოლის ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ომის დაწყების შემდეგ, ათიათასობით უკრაინის მოქალაქე დონეცკის „სახალხო რესპუბლიკასა“ და რუსეთში, იძულებით იქნა დეპორტირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები