LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეძლეს თუ არა ექიმებმა სასტიკად ნაცემი და დაჭრილი „გლოვოს“ კურიერის ფეხის შენარჩუნება – რას ამბობს ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორი

354
თემო სიგუა

რამდენიმე დღის წინ, სასტიკად ნაცემი და დაჭრილი „გლოვოს“ კურიერის, თემო სიგუას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – ამის შესახებ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, მაია მახარაშვილმა განაცხადა.

მედიკოსის ინფორმაციით, „გლოვოს“ კურიერს გუშინ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

„სამი ტყვია აქვს მოხვედრილი“ – თბილისში „გლოვოს“ კურიერი დაჭრეს

კითხვაზე, შეძლეს თუ არა ექიმებმა ოპერაციის შედეგად ფეხის შენარჩუნება, მაია მახარაშვილი განმარტავს, რომ ბევრ დეტალზე ვერ ისაუბრებენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

„გუშინ ჩაუტარდა ოპერაცია. სტაბილურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სხვა დეტალებზე ვერ გესაუბრებით“ – აღნიშნა მაია მახარაშვილმა.

როგორია დაჭრილი და სასტიკად ნაცემი „გლოვოს“ კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას ამბობენ მედიკოსები?

ცნობისთვის, 6 ივლისს, თბილისში “გლოვოს” კურიერი დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

„ჩემმა შვილმა მითხრა, რომ თითების ამპუტაცია იქნება საჭირო“ – როგორია დაჭრილი გლოვოს კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g